დღეს, ტექნოლოგიური განვითარების ამ საფეხურზე, ეს კითხვა საკმაოდ ლეგიტიმურია, რადგან თითქმის ყველას, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, ის უკვე თავში გვიტრიალებს, რადგან სულ უფრო და უფრო ახლოს მივდივართ ამ სცენარისკენ - ბოტები წერენ სცენარებს, ქმნიან არტს, ბიზნეს სტრატეგიებს, გვიწევენ იურიდულ კონსულტაციას. თუმცა, მთავარი კითხვა მაინც ისაა, რამდენად შეუძლიათ მათ შესაძლებლობებს ჩაანაცვლოს ადამიანები? ამ ჟანრის ბოლო დროის ჰაილაითი, ChatGPT არის ჩვენი დღევანდელი განსახილველი თემა და ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი და ჩეთბოტები. როგორ მუშაობენ ისინი, რა ლოგიკებია მათ უკან, რა უმთავრესი სხვაობებია ადამიანურ და ხელოვნურ ინტელექტებს შორის და ზოგადად, სასარგებლოა თუ არა კაცობრიობისთვის ის ტექნოლოგიური რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. საინტერესო პოდკასტის სტუმრები არიან: პროგრამისტი თემო ჩიჩუა და იურისტი, საბა ბრაჭველი საინტერეო პოდკასტის წარმგდენია საქართველოს ბანკი
soundcloud.com